26 მაისის აქცია დაიბრენდა, როგორც „ნაცების“ აქცია და ეს ნამდვილად „ნაცების“ აქცია იყო. ამ ადამიანებს სიძულვილი აქვთ როგორც საქართველოს, ასევე ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ისინი თავს ვერ იკავებენ, რომ სიძულვილის დემონსტრირება არ მოახდინონ“.
„ეს ადამიანები პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწევენ. სინამდვილეში, „ნაცებს“ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი მაშინაც ჰქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგაც, როცა ოპოზიციაში ჩარჩნენ. ეს მუდმივი პროცესია. ფაქტია, მათი აქციაც ჩავარდა და საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ვერც ექნებათ. ისინი რაც მეტს ისაუბრებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან საზოგადოებისთვის სიძულვილისა და ზიზღის რიტორიკა უფრო ცნობილი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

