აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-თან შეთანხმების აუცილებელ პირობად რჩება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-თან შეთანხმების აუცილებელ პირობად რჩება. ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრულისკენ მიმართული ნებისმიერი შეთანხმების აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნა ბაღაიმ.

მისი თქმით, აშშ-ირანის კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულების პროცესის შეფერხება შეიძლება, აიხსნას ნდობის ნაკლებობით, ვაშინგტონის წინააღმდეგობრივი პოზიციებითა და ისრაელის იერიშებით ლიბანში.

„მოლაპარაკებები ეჭვებისა და უნდობლობის პირობებში დაიწყო და გზავნილების გაცვლა სწორედ ასეთ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მეორე მხარე მუდმივად ცვლის პოზიციას და აყენებს ახალ, წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს. ბუნებრივია, ეს ვითარება მოლაპარაკებებს გაახანგრძლივებს“, – განაცხადა მან.

აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე საუბრისას ბაღაიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის აგრესიული ქმედება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაა და სწორედ ამან განაპირობა ირანის პასუხი ქუვეითში იმ პოზიციებზე დარტყმით, საიდანაც მისი თქმით, აშშ-ის შეტევა განხორციელდა.

„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ირანის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

იტვირთბა....