ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი დააკავეს.
“გუშინ დილას, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ახალი ნავთობტანკერი – „ტაგორი“ დააკავეს, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცე და უცვლელია.
ეს ოპერაცია განხორციელდა ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, საზღვაო სამართლის მკაცრი დაცვით.
მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე 4 წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
ეს ხომალდები, რომლებიც ნაოსნობის ელემენტარულ წესებსაც კი არ იცავენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ყველას უსაფრთხოებას.” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ჩატარებული ოპერაციის ვიდეომასალას აქვეყნებს.

