მალტის მმართველმა “ლეიბორისტულმა პარტიამ”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მედია ქვეყნის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გუშინ ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შედეგების თანახმად, პარტიამ ხმების 51.77% მიიღო, მისმა კონკურენტმა, კონსერვატიულმა „ნაციონალისტურნა პარტიამ“ კი – 44.68%.
არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 87.5% შეადგინა.
48 წლის რობერტ აბელა, რომელიც ქვეყნის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, დღეს ფიცს დადებს. მან თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ისტორიული უწოდა.

