გამოცემა Iran International-ი წერს, რომ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი წარუდგინა.
ირანული მედიის ცნობითვე, ქვეყნის ლიდერი მთავრობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებიდან ეფექტურად ჩამოშორებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ფორმით ის დაკისრებულს მოვალეობას ვერ შეასრულებს.
წერილში, რომელიც Iran International-მა მოიპოვა პეზეშქიანი წერს, რომ შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმით ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რადიკალურმა ფრაქციებმა ისარგებლეს და სამხედრო მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო საქმეებზე სრული კონტროლი დაამყარეს.
უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის წარმომადგენელი ამ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

