აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.

სამხედროების ცნობით, ოპერაციის შედეგად „სამი ნარკოტერორისტი“ დაიღუპა.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონიათ და არცერთი სამხედრო არ დაშავებულა.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნარკოტიკების გადამზიდ გემებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.

იტვირთბა....