აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისას 219 ადამიანი დაშავდა, 780 პირი კი დაკავებულია

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „არსენალის“ დამარცხების შემდეგ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. შედეგად, 219 ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, დაშავებულთაგან რვა მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩვენ შეკრების თავისუფლებას ვიცავთ, მაგრამ ექსცესები დაუშვებელია“, – აღნიშნავს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია პოლიციის 57 თანამშრომელი.

შეტაკებების დროს 780 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 450-ზე მეტი პატიმრობაში რჩება.

„ბიბისის“ ცნობით, პარიზის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, რომლის გადაკეტვაც ღამით დემონსტრანტებმა სცადეს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....