ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ცეცხლის გადმოსვლაზე გაკეთებულ განცხადებას აჟიოტაჟი მოჰყვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განცხადებამ ღვთის საფლავიდან გადმოსული ცეცხლის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაბუნიას თქმით, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ ცეცხლი სასწაულებრივად ჩნდება.

„მართმადიდებლების უდიდეს ნაწილს სწამთ და სჯერათ, რომ ცეცხლი სასწულებრივად და თავისთავად ჩნდება იესო ქრისტეს საფლავზე და მათ აქვთ უფლება ასე სწამდეთ და მათი რწმენა პატივისცემას იმსახურებს.

თუმცა, თვითონ ქრისტიანებს შორის არის ბევრი ისეთიც, ვინც დარწმუნებულია, რომ არანაირ ზებუნებრივ მოვლენას აქ ადგილი არა აქვს და ეს მხოლოდ ცეცხლის კურთხევის უძველესია რიტუალია, რომელსაც, ალბათ, წარმართული ფესვები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქრისტიანული, ისევე, როგორც, მაგალითად კვერცხების ღებვის ტრადიციას.

შემთხვევითი არ არის, რომ თავად იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც საკუთარი ხელით გამოაქვს ცეცხლი ხალხთან, პრაქტიკულად, არასდროს უწოდებს ამ მოვლენას სასწაულს და არც არასდროს ახსენებს ცეცხლის გარდამოსვლას.

ის უბრალოდ ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური დატვირთვის მქონე ცერემონია, რითაც თეოფილოს მესამე, შეიძლება ითქვას, ირიბად აღიარებს, რომ დიდი შაბათის წმინდა ცეცხლის ანთებაში არ არის არაფერი სასწაულებრივი, არაფერი ზებუნებრივი და არაფერი ზეციური.

ვინ ვინ და იერუსალიმის პატრიარქმა ეს ყველაზე კარგად იცის“. – განაცხადა წამყვანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი მათ შორის იყო ვინც გაბუნია გააკრიტიკა.

“არასწორი და ტუტუცი. მე რა, რომ რუსთავი 2-ა. ბოდიში, მაგრამ ამის…..” – დაწერა ჩალაგაშვილმა სოციალურ ქსელში.

ამ კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. გვარამიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ბნელი უწოდა.

“გამოიხედე ერთი აქეთ Guram Chalagashvili, ვისი ამის და რა? შენიც და იმ პარტიის კიდე, ვინც, შე ბნელო, არჩევნებზე სადმე კანდიდატად დაგაყენებს. შენნაირი ბნელების ადგილი თუა “ნაციონალურ მოძრაობაში”, ნამდვილად აღმოჩენა იქნება ჩემთვის. არასასიამოვნო აღმოჩენა”.

იტვირთბა....