ახალი ამბები

სომხეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის დაიბარეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯებია.

„სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი ს.პ. კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEC) ფარგლებში თანამშრომლობისთვის საზიანოა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....