გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი ახალი მასიური თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცოდეს, რა ხდება და რომ რუსეთი კვლავაც ეყრდნობა რაკეტებსა და შემდგომ ომს და არა დიპლომატიურ ნაბიჯებს.
„უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთზე სანქციებით დამატებითი ზეწოლა და რომ პარტნიორებთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის შეთანხმებების განხორციელება არ შეიძლება გადაიდოს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად განიხილა შესაბამისი ამოცანები – რა უნდა გაკეთდეს უახლოეს კვირებში და პარტნიორების მიერ გადადგმულ რომელ ნაბიჯებს შეუძლია ყველაზე ეფექტურად უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა.

