ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთს და ვგმობთ ამ უგუნურ შეჭრას მის ტერიტორიაზე. ჩვენი ფიქრები ახლა გალატში დაშავებულებთანაა. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“, – წერს უიტაკერი.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

