აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა

ევროკომისიამ ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – Temu უკანონო პროდუქტების გაყიდვის გამო  €200 მილიონით დააჯარიმა.

BBC-ის ინფორმაციით, აკრძალულ ნივთებს შორის ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები და დაზიანებული დამტენები მოხვდა.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ კომპანიამ “ვერ შეძლო პროდუქტების სისტემური რისკებისა და იმ ზიანის გულმოდგინედ იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება“, რომელიც მათ მომხმარებლებისთვის შეიძლება მიეყენებინათ.

Temu-ს 2026 წლის 28 აგვისტომდე აქვს ვადა, რათა კომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. მასში გაწერილი უნდა იყოს ზომები რისკების შეფასების ვალდებულებების დარღვევის გამოსასწორებლად.

ციფრული მომსახურების საბჭოს გეგმის მიღებიდან ერთი თვე ექნება თავისი დასკვნის გამოსატანად. ამის შემდეგ კომისიას კიდევ ერთი თვე მიეცემა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და იმპლემენტაციისთვის გონივრული ვადის დასადგენად.

დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომპანიაში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევენ.

BBC წერს, რომ Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ის ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.

იტვირთბა....