აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა საფრთხეს გვიქმნის ყველას – ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი” – მარკ რუტე რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე

რუსეთის დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა საფრთხეს გვიქმნის ყველას, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუმინეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთის პრეზიდენტს წუხელ დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრა და ალიანსის სრული სოლიდარობა დაუდასტურა.

„დავადასტურე, რომ ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი. გავაგრძელებთ მზადყოფნის გაძლიერებას ნებისმიერი საფრთხის შეკავებისა და მისგან თავდაცვისთვის, მათ შორის დრონებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგაც,“ – აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და გუშინდელმა ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი „უკანონო აგრესიული ომის შედეგები საზღვარზე არ ჩერდება.“

„რუსეთის ომი უნდა დასრულდეს, ისევე როგორც უნდა დასრულდეს რუსეთის მხრიდან სამოქალაქო უსაფრთხოების უგულებელყოფა. ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას და ასევე უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იცავს თავს“, – აღნიშნა რუტემ.

იტვირთბა....