რუსეთისთვის გარკვეული პროდუქტების მიწოდებაზე შეზღუდვების დაწესებამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას სომხეთს და არა რუსეთის ბაზარს, – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა.
„სომხეთისთვის, დიახ. რუსეთის ბაზრისთვის ეს არის მოცულობები, რომელთა ჩანაცვლება სხვა ბაზრებიდან ადგილობრივი წარმოებით მარტივად შეგვიძლია. აქ კრიტიკული არაფერია“, – აღნიშნა მინისტრმა რუსეთის მიერ შესაბამისი შეზღუდვების შემოღებაზე საუბრისას.
მანამდე, „როსსელხოზნადზორმა“ გამოაცხადა სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტზე დროებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ, რომელიც 2026 წლის 30 მაისიდან ამოქმედდება.

