მკაცრად ვგმობ რუმინეთის ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონით განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევაა.
„ეს რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევაა. რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგებზე!“- აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

