აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუმინული მედიის ცნობით, რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, მარამურეშის ოლქში დრონი იპოვეს

რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, მარამურეშის ოლქში კიდევ ერთი დრონი იპოვეს. რუმინული მედიის ცნობით, სოფელ ბესეშტთან აღმოჩენილ დიდი მოცულობის დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ჰქონდა.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი დიდი ზომისაა და მისი ფრთების სიგრძე დაახლოებით სამი მეტრია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყნას ეკუთვნოდა დრონი და როგორ მოხვდა ის რუმინეთის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

იტვირთბა....