ფინეთი გმობს რუმინეთში, მრავალბინიან კორპუსზე რუსული უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმას. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში კიდევ ერთ ზღვარს კვეთს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფინეთი მხარს უჭერს თავის მოკავშირე რუმინეთს და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„სიტუაცია ალიანსში განიხილება“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

