აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პოტენციური შეთანხმების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება სურს პრეზიდენტს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის ცუდ შეთანხმებას არ დადებს“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

