აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი

რუსული დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა.

მედიის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად შენობის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქალი და 14 წლის ბავშვი არიან.

თავდასხმის გამო შენობიდან სამოცდაათი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.

მედიის ცნობით, მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონი რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე შევიდა და დაზიანებები გამოიწვია.

იტვირთბა....