საზოგადოება

ქრისტე აღსდგა თუ აღდგა: ენათმეცნიერი მოსახლეობას მიმართავს

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია აღდგომასთან დაკავშირებით ,,სოციალურ ქსელში” პოსტს აქვეყნებს.

 “რომაელნო”!!!
~ თუ არც მაცხოვრის აღდგომა გწამთ, არც მის მიერ ლაზარეს აღდგინება, არც იმის შეგნება გაწუხებთ, რომ ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, ვინც “ქართულ ენაში ცხოვრობს” და თქვენს სახელსა და გვარს მაინც ლათინურ სამოსში ახვევთ, აბა, როგორღა შეგაგნებინოთ, რომ ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემა?
~ მე მხოლოდ იმათზე ხომ არ ვსაუბრობ, სამშობლოდან გადახვეწილები ლუკმაპურის ფულს ძლივს რომ აკოწიწებენ, ხშირად, ს…აკმაოდ დამამცირებელი შრომის ფასად, და ამით საქართველოში დატოვებულ და უზომოდ მონატრებულ ოჯახებს მინიმალურ საარსებო პირობებს უქმნიან???

~ თქვენ! – დიდად პატივცემულნო კომპიუტერიანნო და ძვირფასმობილურიანნო საჯარო მოხელენო, მინისტრებო და პარლამენტარებო, ბიზნესმენებო და ცხოვრებისაგან გალაღებულო “მამულიშვილებო”, თქვენ მაინც რა მოგდით?
~ რა თქმა უნდა, მე ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას, მაგრამ, ისე, ღირსები კი არა ხართ მილოცვისა, როცა აბუჩად იგდებთ იმ ენის ანბანს, რომელსაც “სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია”.
~ ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის მხოლოდ იმის გამო არ მივაცემინებდი ხმას არჩევნებში და მხოლოდ იმის გამო არ დაგნიშნავდით ნებისმიერ თანამდებობაზე, რომ უგულვებელყოფთ სახელმწიფო ენასა და მის ანბანს, ნიჰილიზმით სავსე თვალებით უმზერთ “ღვთაებრივ საუნჯეს”(ილია!!!), რომელიც “ერის მეობის უმთავრესი და არსებითი ნიშანია”(ილია!!!);
~ “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?”(ილია!!!)
~ ხო, მართლა! როგორაა შარშან ივლისში ძლივს მიღებული “საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ?”;
~ ხომ არ ჩაობდა ბატონი პრემიერის სამუშაო მაგიდის უჯრაში, თუ ჯერ იქამდე არც მიუღწევია და, სად აგდია, კაცმა არ იცის?
~ რას მეტყვით, რით გამახარებთ?
~ და ბოლოს,
“ქრისტე აღდგა!” მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად!!! (-ს-ს გარეშე!!!),”- წერს ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....