აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარება თუ არ გაუმჯობესდება, მაშინ ეს საავიაციო საწვავზე იმოქმედებს” – როიტერი

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ვითარება თუ არ გაუმჯობესდება, მაშინ ეს საავიაციო საწვავზე იმოქმედებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ​ჰორმუზის სრუტეში ვითარება რამდენიმე კვირაში თუ არ გაუმჯობესდება, ევროკავშირში საავიაციო საწვავის ბაზარზე სიტუაცია შესაძლოა, სულ უფრო დაიძაბოს.

„ნავთობის საკოორდინაციო ჯგუფმა მიანიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვა გავლენას ახდენს როგორც ნედლ ნავთობზე, ასევე ყველა ძირითად ნავთობპროდუქტზე და ეს დინამიკა გავლენას ახდენს ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე. ჯერჯერობით, ევროკავშირი განიცდის ფასების ეფექტს, მომხმარებლის დონეზე მიწოდების შეფერხებების გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....