აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი ბრიტანეთი, ევროპის ბოროტი და ცინიკური გენიოსი, თავის ევროპელ პარტნიორებს რუსეთთან შეტაკებისკენ უბიძგებს” – სერგეი ნარიშკინი

დიდი ბრიტანეთი, „ევროპის ბოროტი და ცინიკური გენიოსი“, თავის ევროპელ პარტნიორებს რუსეთთან შეტაკებისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

ნარიშკინის თქმით, ბრიტანეთი დესტრუქციულ როლს თამაშობს.

„როგორც ორივე მსოფლიო ომის წინა დღეს, ლონდონი ფაქტობრივად უბიძგებს თავის კონტინენტურ მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“, – განაცხადა ნარიშკინმა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მტკიცებით, ნატო აღმოსავლეთ საზღვრებზე შეიარაღებული შეტაკებისთვის პრაქტიკულ მზადებას ახორციელებს.

„ალიანსი მუდმივად ზრდის თავის სამხედრო პოტენციალს, ინარჩუნებს იქ სადაზვერვო და სასწავლო საქმიანობის მაღალ ინტენსივობას, ახდენს არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და ქმნის ახალს“, – აღნიშნა სერგეი ნარიშკინმა.

იტვირთბა....