აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კაია კალასის „იდიოტურ განცხადებებს“ არ განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებებს იდიოტური უწოდა.

კერძოდ, ლავროვს კითხვა დაუსვეს კაია კალასის განცხადებაზე, რომელიც უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეზღუდვების მოთხოვნას ეხებოდა.

„მე იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა კითხვაზე საპასუხოდ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების  ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა: „ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება“.

იტვირთბა....