ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აქტიურად მიდის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მოძიების სამუშაოები”

„უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი და სახელოვანი ისტორია გვაქვს, თუმცა, არანაკლებ სახელოვანი აწმყო. გმირები, რომლებიც ჩვენს გვერდით იზრდებოდნენ და შემდეგ თავისუფლებას შეეწირნენ, მათი ისტორიები საუკეთესო პასუხია დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების სასაფლაოზე ვიზიტის დროს.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრების მოძიების სამუშაოები. „თქვენ ნახეთ, რომ სამ ნაკადად მოხდა აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტთან დაღუპული ქართველი ბიჭების ცხედრების გადმოსვენება. დიდი დრო დასჭირდა ამას, თუმცა არაფერია შეუძლებელი და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება და ჩვენ შევძლებთ, რომ მშობლებს საფლავები მაინც ჰქონდეთ საკუთარ შვილებთან გლოვისთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იტვირთბა....