აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის საელჩომ უკრაინა დატოვა

აშშ-ის  საელჩომ უკრაინა დატოვა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

კალასის თქმით, აშშ-ის საელჩო ერთადერთია, რომელმაც რუსეთის მუქარის შემდეგ უკრაინა დატოვა.

„ასევე, გუშინ უკრაინისგან გავიგეთ, რომ ყველა საელჩო დარჩა, ერთის გარდა. ამიტომ, ესეც მოითხოვს გამბედაობას იმ საელჩოებისგან. მაგრამ დიახ, ყველა ევროპული სახელმწიფო დარჩა, ამერიკა წავიდა“, – აღნიშნა კალასმა.

თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„აშშ-ის საელჩოს გასვლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთის საგარეო უწყებამ 25 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, სამეთაურო პუნქტებზე და საერთაშორისო მისიებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....