ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნაღმი ოდესის მოედანზე: სააკაშვილის დანიშვნა პროვოკაციაა, ის ცდილობს არეულობის მოწყობას

ოდესაში, კულიკოვის მოედანზე მოქალაქეები შესვლას კვლავ ვერ ახერხებენ.

როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი ოდესიდან იუწყება, ამის მიზეზი ოდესის პოლიციის უფროსის, გიორგი ლორთქიფანიძის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც, მოედანზე ნაღმის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღეს.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, ორი წელია, არ აძლევენ უფლებას, 2014 წლის 2 მაისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

“თითოეულმა ოდესელმა კულიკოვის მოედანზე საკუთარი ნაწილი დაკარგა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, მმართველ რგოლებში ვერავინ შეიძინა სინდისის ნაწილაკი, რადგან ორი წელია, უფლებას არ გვაძლევენ პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. ვფიქრობ, აქ ყველაფერი ხელოვნურად ხდება, ოდესა არ იბრძვის, ოდესას ახსოვს და არ დაავიწყდება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქალაქს შეურაცხყოფენ. თქვენი თანამემამულის დანიშვნა ერთგვარი პროვოკაციაა. ის მუდამ ცდილობს ქალაქში არეულობის მოწყობას“, – აღნიშანა 2030.news-თან საუბრისას ოდესის მცხოვრებმა, ტატიანა გენავამ.

2014 წლის 2 მაისს, მოძრაობა „ანტიმაიდანის“ და უკრაინის ახალი ხელისუფლების მომხრეებს შორის დაპირისპირების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი კი დაშავდა.

სასამართლომ ქალაქის მერიის წინ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალა, თუმცა კულიკოვოს მოედანზე, სადაც 2014 წელს მომხდარი შეტაკებებისას ათეულობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, მასობრივი თავყრილობების მოწყობა დაუშვა.

ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის მიერ 2 მაისი ხსოვნის დღედ გამოცხადდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ შეიზღუდა ხმამაღალი მუსიკა და გასართობი ღონისძიებების ჩატარება.

დილიდან მოედანზე მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

წყარო: 2030.news

იტვირთბა....