რუსეთი და თალიბანი სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას Важные истории ავრცელებს და წერს, რომ რუსეთმა და ავღანეთმა, რომელსაც “თალიბანი” მართავს, შეთანხმებას ხელი მოსკოვის ოლქში გამართულ ფორუმზე მოაწერეს, რაც სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას გულისხმობს.Важные истории-ს ცნობით შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა როგორც წესი, ასეთი შეთანხმებები ნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთს გადასცემენ იარაღს, ლიცენზიებსა და სამხედრო ტექნოლოგიებს. ამ შეთანხმების წინ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ავღანეთის თავდაცვის მინისტრს, მოჰამად იაკუბს შეხვდნენ.
იაკუბი „თალიბანის“ ყოფილი სამხედრო კომისარი და ტერორისტული დაჯგუფების დამფუძნებლის, მოლა ომარის შვილია.
27 მაისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ავღანეთის თავდაცვის მინისტრს, მოჰამედ იაკუბს შეხვდა. რუსეთი 2021 წელს გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში “თალიბანის” მთავრობა აღიარა.

