ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი რევაზ წიკლაური ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 33 წლის რევაზ წიკლაური ბოლო 13 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ის უკრაინის ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა.

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, რომ რევაზ წიკლაურის ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამეს მიიღო.

იტვირთბა....