უკრაინამ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 163 დრონიდან 150 ჩამოაგდო – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
“08:30 საათის მონაცემებით, [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში გაანადგურეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს Shahed, Gerbera, Italmas და სხვა ტიპის 150 დრონი.
რვა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევების დაცემა – ოთხ ადგილას“ – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

