აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა

აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. თავდასხმა სევასტოპოლზე დრონებითა და „სტორმ შადოუს“ ტიპის რაკეტებით განხორიცელდა. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში სირენებსი ხმა ისმოდა. 

არის ცნობები, რომ შეტევა იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბსა და სამხედრო აეროდრომებზე.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით კი, დარტყმა რუსეთის ცენტრალური ბანკის და კიდევ ერთ შენობაზე განხორციელდა. 

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ სევასტოპოლში დარტყმა იყო რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბის შენობაზე, რომელიც გოგოლის ქუჩაზე მდებარეობს და ფლოტის მართვის მთავარი ორგანო იყენებს მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში უკრაინის სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა მთავარი შტაბის შენობა.

27 მაისს სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა დრონებით შეტევის სამიზნე რაიონებად დაასახელა ფიოლენტის კონცხი, სევასტოპოლის უბე და უბე ომეგა, სადაც რაზვოჟაევის თანახმად, 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

ფიოლენტის კონცხთან რაკეტების აფეთქება დილის 5:07 საათზე დაიწყო. ოთხი ძლიერი აფეთქების შემდეგ, სევასტოპოლის ყურიდან და საპუნის მთიდან კვამლი ამოვიდა.

იტვირთბა....