აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში” – ევრონიუსი

სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება „უკიდურესად მნიშვნელოვანია“ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში, – ამის შესახებ სტატიას „ევრონიუსი“ აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, პეკინში გამართული ოფიციალური ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრისას სი ძინპინი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შეეხო და განაცხადა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება. მისი თქმით, სიტუაცია „კრიტიკულ მომენტში“ იმყოფება და ამჟამად ომიდან მშვიდობაზე გადადის.

„ჩემი ოთხპუნქტიანი გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად მიზნად ისახავს საერთაშორისო კონსენსუსის შემდგომ ჩამოყალიბებას და დაძაბულობის შემსუბუქებას, კონფლიქტის დეესკალაციას და მშვიდობიანი მოგვარების წინსვლას“, – ციტირებს გამოცემა სინხუა სი ძინპინს.

„ევრონიუსი“ ასევე წერს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორი გახდა, რამაც დასავლეთში, მათ შორის ბრიუსელში, მზარდი შეშფოთება გამოიწვია.

დასავლური დიპლომატები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პეკინის ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა მხარდაჭერამ რუსეთს უკრაინაში სამხედრო კამპანიის გაგრძელებაში დახმარება გაუწია. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი მოსკოვის ომს, მან არ გამოიყენა არსებული ბერკეტები, რათა აიძულოს მოსკოვი კონფლიქტი დაესრულებინა.

იტვირთბა....