ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის გარდაცვალებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
ებრაჰიმ რაისის მიმართ პატივისცემის გამოხატვის გარდა, მოჯტაბა ხამენეიმ წერილობით მიმართვაში ირანის ახალი ხელმძღვანელობის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ომის რეალობა ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის.
მოჯტაბა ხამენეის განცხადებით, ირანის ლიდერებმა აქტიურად უნდა განიხილონ ეკონომიკური საკითხები. მისივე თქმით, თეირანი ისრაელსა და აშშ-ს „უნიკალურ ისტორიულ წინააღმდეგობას უწევს“ და მათ ორი გლობალური ტერორისტული არმია უწოდა.
ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი 2024 წლის 20 მაისს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მდინარე არაქსზე კაშხლის გახსნის შემდეგ, უკან დაბრუნებისას ვერტმფრენი მთიან პროვინციაში ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა.

