ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის რუმენ რადევის განცხადებით, დონალდ ტრამპს უვიზო მიმოსვლის საკითხზე ესაუბრა.
მისი ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი წამოაყენა.
„აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარში ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო მოთხოვნების გაუქმების საკითხი წამოვაყენე. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ განიხილება“, – განაცხადა რადევმა.
ასევე, რადევის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსაც ესაუბრა.
რადევის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს საწვავის შევსების მიზნით სოფიაში დაშვების უფლება მაისის ბოლომდე აქვთ, თუმცა ელის, რომ აშშ ბულგარეთს ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.

