აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის საჯარო მუქარა სრულიად მიუღებელია – ევროკავშირის ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი 

რუსეთის საჯარო მუქარა ბალტიის ქვეყნების მიმართ სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი კავშირის წინააღმდეგ მუქარას ნიშნავს.

„არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუქარა მთელი ჩვენი კავშირის წინააღმდეგ მუქარაა. რუსეთი და ბელარუსი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები დრონებზე, რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის მოსახლეობის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა ამას ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხებს.

„გავაგრძელებთ ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებას ძლიერი კოლექტიური თავდაცვისა და ყველა დონეზე მზადყოფნის განმტკიცების გზით“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

იტვირთბა....