ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია

ქუთაისში, ბალახვნის ხიდთან მომხდარი ტრაგედიაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია.

როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაკავებულს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულის ვინაობას და სხვა დეტალებს შსს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ტრაგედიის შედეგად დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის დისშვილი კი, რომელიც ავარიისას დეიდასთან ერთად იმყოფებოდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველთა თქმით, ხიდზე გადაჭარბებული სიჩქარით  მოძრავი ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომანქანისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და ბავშვებს დაეჯახა.

 

იტვირთბა....