აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსებმა დნიპროს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა დნიპროს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

მისი თქმით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე, თავდასხმის შედეგად ქალაქში კვების პროდუქციის საწყობი, ავტომობილი და კერძო სახლები დაზიანდა.

იტვირთბა....