რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უიტკოფი რუსეთში ვიზიტით „უახლოეს მომავალში“ ჩავა.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უიტკოფის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

