აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კრემლში აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფი უახლოეს მომავალში რუსეთს ეწვევა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს მომავალში რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

დმიტრიევს არ დაუკონკრეტებია ზუსტი დრო, თუ როდის ეწვევა უიტკოფი მოსკოვს, თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში იგეგმება.

ცნობისთვის, უიტკოფი ბოლოს მოსკოვს გასული წლის დეკემბერში, ჯარედ კუშნერთან ერთად სტუმრობდა. მათ პუტინთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართეს უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ გზებზე, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....