ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს – ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ევროკავშირსა და აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ინტეგრირებული ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ. სტაბილური, პროგნოზირებადი და დაბალანსებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შენარჩუნება ორივე მხარის ინტერესებში შედის. დღეს ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. ჩვენს შეთანხმებაში უზრუნველყოფილია მტკიცე დამცავი მექანიზმები, რათა ევროპული ინტერესების, ბიზნესებისა და მუშების დაცვა შევძლოთ“ – განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, მიხაილ დამიანოსმა.

„დამცავი მექანიზმები“ შეთანხმების პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-დან ზოგიერთი საქონლის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

იტვირთბა....