ესტონეთში მოიერიშე თვითმფრინავმა სავარაუდოდ უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მომხდარის გამო ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ესტონური გამოცემა „დელფი“ იუწყება.
მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი აპარატი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის განცხადებით, დრონი, რომელიც ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, ბალტიის ქვეყნების თავზე მორიგე მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ვირტსჟარვის ტბის თავზე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ საზღვარსა და რიგის ყურის სანაპიროს შორის.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლად ჩამოვაგდეთ უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება უკრაინულ დრონს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებისკენ მიფრინავდა.
საჰაერო განგაში, რომელიც ესტონეთში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გამოცხადდა, ამ დრომდე არ გაუუქმებიათ.
იმავე პერიოდში საჰაერო განგაში გამოცხადდა ლატვიის ოთხ რეგიონშიც. არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი შევიდა.

