აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა” – კახა კალაძე

აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ოპოზიციურ ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანი უნდა იყოს.

„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა როდესაც შენ ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, ეს უბრალოდ მავნებლობაა. ეს არის დღე, როდესაც სრულიად საქართველო ერთიანი უნდა იყოს. იმაზე ძვირფასი, მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც ზეიმობ შენი, საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს აანონსებენ პოლიტიკურ აქციას და რაღაც სიურპრიზებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქციის ჩატარება, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ყოველგვარი გადაცდომის გარეშე. თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, ყველას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანსი“ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს.

იტვირთბა....