ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს აქვს რესურსი, შეაღწიოს კალინინგრადში და გაანადგუროს იქ განთავსებული რუსული ბაზები.
“ჩვენ რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია იმ პატარა ციხესიმაგრეში შევაღწიოთ, რომელიც მათ კალინინგრადში შექმნეს. ნატოს აქვს საჭირო საშუალებები, რათა გაანადგუროს რუსული ბაზები ანკლავში” – თქვა ბუდრისმა.

