აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საწვავზე აქციზის განახევრებას და მისი 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საწვავზე აქციზის განახევრებას და მისი 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვს. საწვავზე მაღალი ფასებისა და გაზრდილი საგადასახადო ტვირთის შესახებ განცხადება, ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა – ლაშა ფარულავამ და ვასო ურუშაძემ გააკეთეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, საწვავზე მოქმედი მაღალი აქციზი პირდაპირ აძვირებს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და ზრდის ინფლაციას ქვეყანაში.

„მსოფლიოში პასუხისმგებლიანი მთავრობები მოქალაქეების დასახმარებლად საწვავზე საგადასახადო ტვირთს ამცირებენ. ბოლო პერიოდში შვედეთმა, გერმანიამ, პოლონეთმა, ავსტრალიამ და კანადამ საწვავზე გადასახადების (აქციზის) შემცირების გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა შეემსუბუქებინათ ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს საწვავზე აქციზის განახევრებას ბენზინზე, დიზელზე, LPG-სა და CNG-ზე, რაც აქციზის 2012 წლის ნიშნულთან დაბრუნებას ნიშნავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საწვავის ფასს დაახლოებით 30–40 თეთრით შეამცირებს ლიტრზე, რაც პირდაპირ აისახება როგორც ტრანსპორტირების, ისე პროდუქტებისა და მომსახურების ფასებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საწვავზე საგადასახადო ტვირთის შესამცირებლად,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

იტვირთბა....