ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზემ ღარიბაბადლიმ აშშ-სთვის ირანის მიერ წარდგენილი უახლესი სამშვიდობო წინადადების პირობები გაავრცელა.
როგორც სააგენტო წერს, ირანი აშშ-სგან თეირანისთვის სანქციების მოხსნას; გაყინული აქტივების გათავისუფლებას; ქვეყნის საზღვაო ბლოკადის დასრულებას; ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ძალების ირანთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან გაყვანას და ირანის წინააღმდეგ ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ცნობისთვის, ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი ტექსტი 18 მაისს გაუგზავნა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ ღამით ირანზე მასშტაბური თავდასხმა გააუქმა. მისივე თქმით, ამჟამად თეირანთან „სერიოზული მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს და შეთანხმება მალე შედგება, რომელიც აშშ-სთვის მისაღები იქნება.

