აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელარუსში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის სასწავლო წვრთნები დაიწყო

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული მხარდაჭერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

უწყების განმარტებით, წვრთნების მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადების დონის ამაღლება და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმება ბირთვული იარაღის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განლაგებისთვის.

წვრთნების ჩასატარებლად ბელარუსმა სარაკეტო და საჰაერო ძალების დანაყოფები განალაგა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების დროს, რუსულ მხარესთან თანამშრომლობით, დაგეგმილია ბირთვული იარაღის მიწოდებისა და გამოყენებისთვის მომზადების პრაქტიკა.

უწყება ხაზს უსვამს, რომ წვრთნები დაგეგმილი სასწავლო ღონისძიებაა და „არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში უსაფრთხოებისთვის“.

იტვირთბა....