ომის დაწყებიდან დღემდე, ჯაშუშობასა და მტერთან თანამშრომლობაში ბრალდებული 6500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ოპერაციები დღემდე გრძელდება, – ამის შესახებ ირანის სამართალდამცავი ძალების მეთაურმა, გენერალმა აჰმად-რეზა რადანმა განაცხადა.
„მტერთან დაკავშირებული ელემენტების იდენტიფიცირებისა და დაკავების პროცესი გრძელდება და პოლიციას არ შეუწყვეტია ოპერაციები არეულობის გამომწვევი პირების წინააღმდეგ“, – განაცხადა რადანმა.
ირანის სამართალდამცავი ძალების მეთაურმა იანვარში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულთაგან არცერთი არ გათავისუფლებულა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ამ პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების პროცესს“, – თქვა მან.
რადანმა ასევე ისაუბრა ომის პერიოდში შეიარაღებული და პროფესიონალი დამნაშავეების წინააღმდეგ პოლიციის ოპერაციების შესახებ და თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებმა საზოგადოებას პირობა მისცეს, რომ კონფლიქტის დროს ქურდობას არ დაუშვებდნენ.
მისი თქმით, დღემდე, 166 შეიარაღებული და პროფესიონალი ქურდი, რომლებმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, მოკლეს და დააკავეს. მან აღნიშნა, რომ ამ ოპერაციების დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი იარაღი ამოიღეს.

