აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა დნიპროს დაარტყეს – დაშავებულია 20-მდე ადამიანი

რუსებმა დნიპროს დაარტყეს – დაშავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოკუპანტები უკრაინის ქალაქ დნიპროს კვირას საღამოდან ინტენსიურად ბომბავდნენ, თავდაპირველად დრონებით, შემდეგ კი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის არიან 2 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი.

„ბავშვები ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფებიან. ჰოსპიტალიზებულია 8 ადამიანი – 4 ქალი და 4 მამაკაცი. მედიკოსები მათ მდგომარეობას საშუალო სიმძიმისად აფასებენ” – დაწერა დნიპროს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ.

იტვირთბა....