ახალი ამბები

Financial Times – ნატო ევროპის იარაღის მწარმოებლებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რათა ევროპულმა ქვეყნებმა სამხედრო ინვესტიციები და წარმოება გაზარდონ

ნატო ევროპის იარაღის მწარმოებლებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს, რათა ევროპულმა ქვეყნებმა სამხედრო ინვესტიციები და წარმოება გაზარდონ. ამის შესახებ სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე  მომავალ კვირას აღნიშნულ საკითხზე ევროპის წამყვანი თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს და მოუწოდებს მათ, სასწრაფოდ გაზარდონ ინვესტიციები და გააფართოონ იარაღის წარმოება.

დაგეგმილი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება და მას ისეთი მსხვილი შეიარაღების კომპანიების ლიდერები დაესწრებიან, როგორებიც არიან Rheinmetall-ი, Airbus-ი, Saab-ი, Leonardo და სხვები.

მათივე ინფორმაციით, კომპანიებს წინასწარ სთხოვეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია საინვესტიციო გეგმებისა და წარმოების გაზრდის შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიმართულებით.

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, ალიანსი ცდილობს, ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება დააჩქაროს.

ცნობისთვის, გასულ წელს ჰააგაში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე ეტაპობრივად გაზრდიან.

იტვირთბა....