აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

სიერა ლეონე თანახმაა, აშშ-ის მიერ დეპორტირებული დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები მიიღოს

სიერა ლეონე თანახმაა, აშშ-ის მიერ დეპორტირებული დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ასობით მოქალაქე მიიღოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმოთი კაბამ „როიტერს“ განუცხადა.

„სიერა ლეონემ ხელი მოაწერა მესამე ქვეყნის ეროვნულ შეთანხმებას (Third Country National Agreement) აშშ-თან, რომ ის ყოველწლიურად დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნების (ECOWAS) 300 მოქალაქეს მიიღებს მომდევნო 25 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ტიმოთი კაბამ.

როგორც ცნობილია, დეპორტირებული მიგრანტების პირველი ტალღა სიერა ლეონეში 20 მაისს ჩავა და ქვეყანაში სენეგალის, განის, გვინეისა და ნიგერიის 25 მოქალაქეს მიიღებენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, მიეცემათ თუ არა მიგრანტებს სიერა ლეონეში ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის უფლება.

იტვირთბა....