აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო მეთაური იზ ალ-დინ ალ-ჰადადი ლიკვიდირებულია

დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო მეთაური იზ ალ-დინ ალ-ჰადადი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ღაზის სექტორში მდებარე რამდენიმე მეჩეთიდან გავრცელდა.

ამასთან, ალ-ჰადადის სიკვდილი „როიტერს“ დაჯგუფების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

მედიის ინფორმაციით, 15 მაისს ისრაელში განაცხადეს, რომ ღაზაში, რიმალის რაიონში „ჰამასის“ ლიდერზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მაშინ არ დადასტურებულა.

თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადეს, რომ ჰადადის ლიკვიდაციის ბრძანება მათ გასცეს. მათივე თქმით, ალ-ჰადადი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური და 7 ოქტომბრის „ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი“ იყო.

იტვირთბა....